all films & games პარასკევი, 2024-07-05, 6:35 AM
მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
» ძებნა

» საიტის წესები

» ნავიგაცია
caunter strike [8] პროგრამები [16] სურათები [1] კლიპები [1]
მობილურსთვის [4] მუსიკა [2] ქართ.დუბლი. [17] თამაშები [85]
xXx [2] ვიდეოები [3] ვინდოუსები [4] ვიდეო გაკვეთ. [0]
საიტის წესები [1] კომკურსები [0] ანგდოტები [1] ფილმები [65]
სერიალები [1]

» სტატისტიკა

სულ ონლაინში: 7
სტუმარი: 7
მომხმარებელი: 0

» დავეხმაროთ

» რეკლამა

» რეკლამა

მთავარი » 2010 » აპრილი » 3 » გამარჯობათ ყველას ( გაეცანით წესებს )
3:26 PM
გამარჯობათ ყველას ( გაეცანით წესებს )

                                                           წესები საიტზე! 



                                           საერთო წესები allmoviess-ზე


                პატივცემულო მომხმარებლებო, ჩვენი თხოვნა იქნება სანამ საიტით სარგებლობას დაიწყებდეთ                                           აუცილებლად გაეცნოთ მოქმედ წესებს.

1.საერთო დებულებები:
- წესების არცოდნა არ ათავისუფლებს მომხმარებლებს მათი დაცვის აუცილებლობისგან.
- გარკვეულ განყოფილებებში არის წესები, რომელიც საიტის საერთო წესების დამატებაა და აწესრიგებს ამ საიტზე ურთიერთობას.
- საიტზე რეგისტრაცია ავტომატურად ნიშნავს წესებისადმი თქვენს თანხმობას და მათი შესრულების აუცილებლობას.
- პირადი საკითხების განხილვისათვის საიტზე არსებობს პირადი შეტყობინებების სისტემა. ადმინისტრაცია არ აკონტროლებს და არ ახდენს შეტყობინებების ფილტრაციას და, შესაბამისად, არ ეკისრება პასუხისმგებლობა მათ შინაარსზე. მაგრამ არაკორექტულად გამოყენების შემთხვევაში (სარეკლამო და შეურაცხყოფის შემცველი შეტყობინებების გაგზავნა) ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას დასაჯოს დამნაშავე.

2. იკრძალება:
- უცენზურო და ნებისმიერი ფორმით შეურაცხმყოფელი გამონათქვამები.
- წაქეზება მოქმედი კანონმდებლობის დარღვევისაკენ, ფაშიზმის, ნაციზმის, რასიზმის, ნარკომანიის პროპაგანდა, ეროვნებათაშორისი შუღლის გაღვივება, ასევე მასობრივი არეულობისკენ და ომისკენ მოწოდება.
- სექსუალური უმცირესობების შევიწროვება, დაცინვა და შეურაცხყოფა.
- წინასწარ ცნობილი ცრუ ინფორმაციის, ცილისწამების გამოქვეყნება.
- აკრძალულია სხვათა სარწმუნოების, ფაშისტური ან ნაცისტური სიმბოლიკის ან უხამსი და მორალურად შეურაცხმყოფელი ავატარების ან წარწერების დაყენება. ასეთი მომხმარებლის პროფილი გაუფრთხილებლად შეიძლება ჩასწორდეს. ასეთ შემთხვევაში პრეტენზიები არ მიიღება.
- სარეკლამო, ანტისარეკლამო ან კომერციული ინფორმაციის შემცველი თემების შექმნა, ასევე საიტების ლინკების გამოქვეყნება (მათ შორის მინაწერში), მათი პოპულარიზაციის მიზნით.
- ეროტიკული და პორნოგრაფიული ხასიათის ინფორმაციის, ლინკების და ამ თემატიკის საიტების პაროლების გამოქვეყნება.
- სიახლეების შექმნა, რომლებსაც აქვთ უშინაარსო სათაური და სიმბოლოების უაზრო კრებული.
- მოდერატორების და ადმინისტრაციის მოქმედებების განხილვა. თუ თქვენ გსურთ რაიმეს თქმა, გააკეთეთ ეს პირადად - ელ.ფოსტის, პერსონალური შეტყობინებების სისტემის ან სხვა საშუალებით.

3. წესრიგის დაცვის ზომები:
- წესრიგს იცავს საიტის ადმინისტრაცია
ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას:
- დახუროს და წაშალოს სიახლეები, რომლებიც არღვევენ არსებულ წესებს.
- მოახდინოს წესრიგის დამრღვევთა ბლოკირება.
- ნუ მიაქცევთ ყურადღებას ხულიგნებს. ნუ უპასუხებთ მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თვლით, რომ მოგაყენეს შეურაცხყოფა. ასეთ მოქმედებებზე რეაგირებას მოახდენს ადმინისტრაცია.

4. სასჯელი წესების დარღვევისას:
- ნებისმიერი წესის დარღვევისთვის პირველი გაფრთხილება სიტყვიერია.
- მეორე გაფრთხილება 1-3 დღის ბანი პოსტვის უფლების გარეშე.
- მესამე გაფრთხილება. 3-10 დღის ბანი.
- სერიოზული დარღვევების შემთხვევაში (არანორმატიული ლექსიკის გამოყენება, მომხმარებლების შეურაცხყოფა, მოხმობა უწესო ქმედებისაკენ, აშკარა რეკლამა) ბანი იქნება დადებული წინასწარი გაფრთხილების გარეშე. მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია დარღვევის სიმძიმეზე და, შესაძლებელია, შეადგინოს 3 დღიდან 3 თვემდე.
- განსაკუთრებულად მძიმე დარღვევების შემთხვევაში, მომხმარებელს შეიძლება გაუფრთხილებლად მიეცეს სამუდამო ბანი.
- თუ თქვენ არ ეთანხმებით თქვენს წინააღმდეგ განხორციელებულ სანქციებს, უფლება გაქვთ გაასაჩივროთ ადმინისტრატორთან.

პატივისცემით, საიტის ადმინისტრაცია.



როგორ დავდოთ სიახლე www.all-moviess.tk-ზე !!

უნდა ფქონდეს კარგი აღწერა ,
სურათის ზომა უნდა იყოს საშუალო 400 x 600
გადმოწერის ლინკი არ მოიპართ არ ცერთი საიტიდან
სიახლეს ჩააგდებტ RAR -ში..RAR ს დააწერთ შენს სახელს და საიტის
სახელს მაგ: transporter 3 by deat machine for allmovies.ucoz.net
ამ ყველაფერს გასწავლით ვიდეოში


ზოგადი წესები:

1. თავი შეიკავეთ უაზრო და უცენზურო კომენტარებისგან

2. დაუშვებელია სხვა საიტების რეკლამირება

3. აკრძალულია საიტიდან სიახლეების მოპარვა და სხვა საიტზე განთავსება.


სიახლის დამატების წესები:

1. სიახლის დამატებამდე დარწმუნდით რომ იგივე უკვე არ დევს საიტზე (გამოიყენეთ ძებნა).

2. ფაილს ატვირთვამდე აუცილებლად მიაწერეთ [Join.Ge] (უმჯობესია ბოლოში).

3. ფაილები აუცილებლად ატვირთული უნდა იყოს ქართულ სერვერებზე. მაგ: Files.Ge, Bin.Ge, Link.Ge, Allshares.Ge და ა.შ

4. საიტზე არ გამოქვეყნდება სიახლე, რომელიც შეიცავს მხოლოდ ერთ მუსიკალურ ფაილს (უნდა აიტვირთოს ნაკრები ან ალბუმი).

5. პოსტერის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 450x450 პიქსელს.

6. სურათი სასურველია ატვირთული იყოს ქართულ სერვერზე, ასევე დასაშვებია უცხოურ სერვერებზე: radikal.ru, imageshack.us და სხვა.

7. ფაილს გაუკეთეთ სრულყოფილი აღწერა და გაფორმება (სახელი, ზომა, ხარისხი, ჟანრი და ა.შ)

8. ფაილის აღწერა უნდა იყოს ქართული შრიფტით


თუ განთავსებული ფაილი არ აკმაყოფილებს ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, ან რაიმე მიზეზით არ არის მიზანშეწონილი ამ ფაილის განთავსება, იგი შეიძლება არ გამოქვეყნდეს, ასევე რაიმე პრობლემის არსებობის შემთხვევაში ფაილი შეიძლება წაიშალოს ადმინისტრაციის მიერ!


პატივისცემით allmoviess.tk-ს ადმინისტრაცია
 



კატეგორია: საიტის წესები | ნანახია: 732 | დაამატა: death-machine | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
» რეკლამა

» WINDOWS

» რეკლამა

» კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930

----              
Copyright MyCorp © 2024